თავში

ევროპის 4 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეები არიან

ევროპის 4 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეები არიან
ევროპის 4 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეები არიან

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეები არიან.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საკონსულოები და საელჩოები აღრიცხავენ. მისივე თქმით, აღრიცხული პირები თვითიზოლაციაში არიან და ისინი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან რეკომენდაცეებს მიიღებენ, თუ როგორ იმოქმედონ კონკრეტულ შემთხვევებში. 

„ეს, ბუნებრივია, ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელსაც აღრიცხავენ ჩვენი საკონსულოები და საელჩოები. მხოლოდ იმ ადამიანების ზარებზეა ეს დამოკიდებული, ვინც უშუალოდ მიმართა საკონსულოებსა და საელჩოებს. გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეში, არის იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ჩვენ ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ვართ კომუნიკაციაში. ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ აღრიცხული გვყავს, არის თვითიზოლირებული, რადგანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პიროვნება დაინფიცირებული და აქვს თუ არა სიმპტომები, საავადმყოფოები მათ სახლის პირობებში უწევენ რეკომენდაციას. ამიტომ ყველა მათგანს ჩვენ დავაკავშირებთ დაავადების კონტროლის ცენტრთან, რომ უკვე თბილისიდან მიიღონ მათ ჩვენი სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემხვევებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, დღეს, ესპანეთში საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. 74 წლის ქალს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system