თავში

ევროპის დღის კვირეული დასრულდა

ევროპის დღის კვირეული დასრულდა
ევროპის დღის კვირეული დასრულდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, „კონრად ადენაუერის ფონდთან“ თანამშრომლობით, ევროპის დღის კვირეული ჩაატარა, რომლის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მიმართეს.

არლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს საქართველოს საგარეო კურსსა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა. კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და საქართველო ამ კურსის ერთგული რჩება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ქვეყნის მთავარ კანონშიც აისახა.

ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროკავშირის გაფართოების სიმულაციურ მოლაპარაკებებსა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპარლამენტის მოდელირებულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system