თავში

ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამინისტროში უმასპინძლეს

ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამინისტროში
ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამინისტროში უმასპინძლეს

ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI) გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.

ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებმა: ლუკა მოსიაშვილმა – ოქროს, იოსებ რიგვავამ – ვერცხლის, ხოლო ქეთა ციმაკურიძემ და ლუკა მელაძემ – ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა მოსიაშვილი ევროპის ოთხ უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. 13-19 სექტემბერს ქართველი მოსწავლეები უკვე მსოფლიოს 32-ე ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. 

ინფორმატიკის ოლიმპიადაში მასში რეკორდულად ბევრმა – 30-მდე ქვეყანამ მიიღო მონაწილეობდა. ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფდა, ორგანიზებას კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი უწევდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ევროპის ინფორმატიკის მე-5 ახალგაზრდული ოლიმპიადა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში ტრადიციულ ფორმატში ჩატარდება და მას კვლავ საქართველო უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system