თავში

ევროსაბჭოს დაფინანსებით საქართველოში 2.2 მილიონის ღირებულების პროექტები განცხორციელდება

ევროსაბჭოს დაფინანსებით საქართველოში 2.2 მილიონის ღირებულების
ევროსაბჭოს დაფინანსებით საქართველოში 2.2 მილიონის ღირებულების პროექტები განცხორციელდება

2019-2021 წლებში ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს, რომელთა ჯამური დაფინანსება 2.2 მილიონი ევროა. ეს პროექტები საქართველოს კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ასევე ხელს შეუწყობს სასამართლო რეფორმის განხორციელებასა და მეტად ეფექტიანი სასამართლო სისტემის შექმნას. პროექტები "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ფარგლებში" ხორციელდება. 

ცენტალურთან ერთად პროექტებთან ერთად, საქართველო ასევე ჩართულია 4 რეგიონულ პროექტში, რომელთა ბიუჯეტი 2.4 მილიონი ევროა. 

აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია ევროპის საბჭო და ევროკავშირის დელეგაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს წარმომადგენლებმა დღეს გამართეს..

" ჩვენ განვიხილავთ მომავალი თანამშრომლობის განვითარებას. ეს იქნება 3 წლიანი რეფორმა, რომელიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ასევე არის რეგიონული პროექტები, რომელშიც საქართველო აქტიურად იქნება ჩართული. ევროპის საბჭო აქტიურად იყო ჩართული სასამართლოს მეთხე ტალღის განხილვაში. ევროპის საბჭო აქტიურად იყო ჩართული სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებაში. გუშინ, იურიდიული საკითხთა საპარლამენტო კომისიამ მოახდინა ინიცირება გარკვეული წინადადებებისა და პროექტების, რომელიც უნდა იყოს შეტანილი სხვადასხვა კანონმდებლობაში, ეს იყო იურიდიული კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იყო ეს საკითხები. რაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნას უზენაეს სასამართლოებში, თქვენ ალბათ იცით, რომ ვენეციის კომისიამ თავისი რეკომენდაციები შეიმუშავა, მაგრამ ეს ყველაფერი განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე. ივნისის ბოლოს მიღებული იქნა ამ გადაწყვეტილებების შედეგად შედასების დოკუმენტი და რეკომენდაციები, გარდა ამისა, ამას წინათ საპარლამენტო ასამბლეის მომხდენებელთა ჯგუფი იყო საქართველოში ჩამოსული, რომლის წევრებიც შეხვდნენ სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს და მათაც გამოაქვეყნეს რამდენიმე სხვადასხვა ხასიათის განცხადება და იქ იყო ნათქვამი, განსაკუთრებით მოსამართლეების დანიშვნაზე, რომ პარლამენტს ახლა აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გამოასწროს ხარვეზები, რომლებიც არის კანონმდებლობაში" - განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system