თავში

ეზუგბაია: 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია - VIDEO

ეზუგბაია: 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია - VIDEO
ეზუგბაია: 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან, ორის წყარო უცნობია. 

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მათი წყაროს მოძიება გრძელდება.

,,15 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 სამედიცინო პერსონალია, 5 საკარანტინო სივრციდან, ოღონდ, იმპორტირებული, 5 საკარანტინო სივრციდან, კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, ერთი არის საბურთალოს წყაროსთან კონტაქტი. ორის წყაროს მოძიება გრძელდება. ალბათ გამოვლინდება კონტაქტები. უცნობი წყაროს რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირდება და კონტაქტების პირველწყარო ითქმება, ოღონდ ამას რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 879-ს შეადგენს. ერთით გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობა და 704 გახდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 14 პაციენტი, ხოლო საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 16 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system