თავში

ეზუგბაია: ბათუმში, 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტი მძიმეა

ეზუგბაია: ბათუმში, 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტი მძიმეა
ეზუგბაია: ბათუმში, 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტი მძიმეა

დღეს ვნახე 141 პაციენტი, რომელთა 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, - ამის შესახებ თბილისის  ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, საწოლფონდი არსებობს, მარამ უცნობია როგორი იქნება ინფიცირების დინამიკა. 

"სამომავლოდ განიხილება, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს Covid 19-ის ძირითადი მიმღები მძიმე და კრიტიკულ პაციენტების მიმართებით. დღეს ვნახე 141 პაციენტი, რომელთა 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, აქედან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა ცხრაა. საწოლფონდი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა და უნდა ვიყოთ მზად, რომ პაციენტების მატების შემთხვევაში, საწოლფონდი იყოს საკმარისი. რისკების დათვლით, ხარისხის დათვლით დროულად უნდა მოხდეს პაციენტების დიფერენცირება სასტუმრო-ჰოსპიტალებში გადაყვანაზე და კლინიკაში გადაყვანაზე, იქაც ისე უნდა ვმართოთ, რომ რისკები გავითვალისწინოთ, ხარისხი არ დავაგდოთ და პაციენტების დაყოვნება შევამციროთ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system