თავში

ეზუგბაია: ჩვენთან დამალული არც ერთი მონაცემი არაა

ეზუგბაია: ჩვენთან დამალული არც ერთი მონაცემი არაა

,,ჩვენთან არსებული მონაცემები სწორია და არც ერთი შემთხვევა დამალული არ არის, - ასე გამოეხმაურა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით.

„აქ ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტება ერთია, ქვეყანაში არის 728 დადასტურებული პაციენტი. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. ვის რა აზრი აქვს ამის ლაპარაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system