თავში

ეზუგბაია: ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება - VIDEO

ეზუგბაია: ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება - VIDEO
ეზუგბაია: ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ერთი ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება - VIDEO

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი მათ ცენტრშია მოთავსებული.

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ამერიკას უკავშირდება და ის მოგზაურობის შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა. 

„შვიდი ახალი შემთხვევიდან ერთი ჩვენთან არის მოთავსებული. წყარო არის ამერიკა... იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში. პაციენტი გუშინ გვიან შემოვიდა ჩვენთან. პირველადი ანალიზებით, მდგომარეობა არ არის მძიმე. დღეს მას ჩაუტარდება გაფართოებული კვლევები ამ კვლევების შეჯერებისა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, შევაფასებთ მდგომარეობის სიმძიმეს. - განაცხადა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში ერთი კრიტიკული პაციენტი მკურნალობს. გარდა ამისა, საშუალო სიმძიმის პმნევმონია 26 პაციენტს აქვს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ჩვენს ცენტრში 195-დან არის 69 პაციენტი დადასტურებული. განკურნებულია 29 და გაწერილია ბინაზე. 

ამჟამად ჩვენთან 39 ინიფიცირებული მკურნალობს. ამ 39 პაციენტიდან ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე პნევმონიად აღარ განიხილება, ასეთი პაციენტი არის 6. გარდა ამ ექვსისა, 22 პაციენტი არის კიდევ პნევმონიით, თუმცა ეს მსუბუქი პნევმონიებია და დაავადების მიმდინარეობის ვადებიდან გამომდინარე, პროგნოზულად ყველა კეთილსაიმედო უნდა იყოს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა.  გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში - 4735, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით 2 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system