თავში

ეზუგბაია: ინფიცირების ბოლო შემთხვევა ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება

ეზუგბაია: ინფიცირების ბოლო შემთხვევა ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება
ეზუგბაია: ინფიცირების ბოლო შემთხვევა ინგლისში მოგზაურობას უკავშირდება

საქართველოში დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 91-ე შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. 

"დილას ჩატარდა ტესტირება 10 პაციენტზე. აქედან ერთი აღმოჩნდა დადებითი, დანარჩენი - უარყოფითი. სულ 91 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 47 არის ჩვენს ცენტრში. წყარო ცნობილია. ის უკავშირდება მოგზაურობას და ეს არის ინგლისი. მოხდება მისი კონტაქტების კვლევაც", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 91 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 18 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 717 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system