თავში

ეზუგბაია: ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - VIDEO

ეზუგბაია: ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
ეზუგბაია: ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - VIDEO

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 475 უკვე გამოჯანმრთელდა. 

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 456, გამოჯანმრთელდა დამატებით კიდევ 19 პაციენტი და ახლა ამჟამად არის 475 გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, „კოვიდცენტრებში“ 226 პაციენტი მკურნალობს.

stopcov.ge-ს მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system