თავში

ეზუგბაია: მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

ეზუგბაია: მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა
ეზუგბაია: მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ ცენტრებში სულ 232 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რიცხვი კი 22-ს შეადგენს.

"232 დადასტურებულ შემთხვევაში 6 არის კრიტიკული პაციენტი, ისინი მკურნალობენ კოვიდ ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა და გახლავთ 22 მძიმე პაციენტი," - თქვა მარინა ეზუგაბაიამ.

მისივე განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოში სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ასევე დაემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კლინიკაში 2 მძიმე პაციენტი გადის მკურნალობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system