თავში

ეზუგბაია მოგზაურობიდან ჩამოსულებისთვის სპეციალურ განცხადებას აკეთებს - VIDEO

ეზუგბაია მოგზაურობიდან ჩამოსულებისთვის სპეციალურ განცხადებას აკეთებს
ეზუგბაია მოგზაურობიდან ჩამოსულებისთვის სპეციალურ განცხადებას აკეთებს - VIDEO

 ვინც ჩამოსულნი ხართ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, გამოიჩინეთ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ყველანი ვალდებულები ხართ, იყოთ თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

მისივე თქმით, დაუშვებელია, როდესაც მოგზაურობიდან ჩამოსული ადამიანები, განსაკუთრებით, მაღალი რისკის ქვეყნებიდან დაბრუნებულები, არ იცავენ უსაფრთხოების შესაბამის ზომებს და საფრთხის წინაშე აყენებენ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"ის პირები, ვინც ჩამოსულები ხართ მოგზაურობიდან, საუბარია ოთხ ქვეყანაზე, და, სამწუხაროდ,  მათ რიცხვს, ალბათ, შეემატება ევროპის სხვა ქვეყნები, თუ თქვენ გიყვართ თქვენი ქვეყანა, გიყვართ თქვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, ვალდებულნი ხართ, იყოთ თვითიზოლაციაში, დააკვირდით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაავადების პირველი ნიშანი არის ტემპერატურის მატება, ამ, ან ნებისმიერი სხვა კლინიკური სიპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს",- აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 51 ადამიანი გადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system