თავში

ეზუგბაია: მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია ეკლესიური

ეზუგბაია: მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია ეკლესიური
ეზუგბაია: მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია ეკლესიური

თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ რომელიმე ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, – ასე პასუხობს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ჟურნალისტების კითხვას, უნდა იყოს თუ არა ტაძარში შეკრების შემდეგ მრევლი თვითიზოლაციაში.

„ასე საუბარი არ შეიძლება. მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვსაუბრობთ. ჩემთვის ეს უცხო არ არის, მე შემიძლია, გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიყვანს. ზოგადად უნდა ვისაუბროთ, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ვინმე ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიღაც სეგმენტზე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღდგომის დღესასწაულამდე გასცა რეკომენდაცია, რომ ლიტურგიის შემდეგ მრევლი თვიიზოლაციაში დარჩენილიყო, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს შეამცირებდა.

"თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით, პრაქტიკულად, ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც, შესაძლოა, მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში", - თქვა ცერცვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ჩატარდა, გამონაკლისი იყო რამდენიმე ტაძარი, სადაც ლიტურგია მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილებით ჩატარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system