თავში

ეზუგბაია: ორი ძალიან მძიმე პაციენტი გვყავს - VIDEO

ეზუგბაია: ორი ძალიან მძიმე პაციენტი გვყავს
ეზუგბაია: ორი ძალიან მძიმე პაციენტი გვყავს - VIDEO

ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში კვლავ ორი პაციენტი რჩება, ერთ-ერთ მათგანთან მცირე სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა, მეორე პაციენტთან მდგომარეობა უცვლელია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"ჩვენი პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. ორი გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა მცირე სტაბილიზაცია, მაგრამ მეორესთან  ვერ ხერხდება სტაბილიზაცია. 

დანარჩენი, მძიმე პნევმონიების მქონე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება, არ გახდება არც ერთი მათგანი კრიტიკული და დაიწყება მათი გამოჯანმრთელება" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

მისი განმარტებით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვეყანაში კი სულ 67 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

"დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადასტურებული შემთხვევა. 252 იყო და ახლა გვყავს 266 ინფიცირებული. ამ დადასტურებულ შემთხვევებიდან 78 ჩვენი ცენტრის პაციენტია. გაეწერა ქვეყნის მასშტაბით გაჯანმრთელებული 67 პაციენტი, აქედან 45 პაციენტი ჩვენთან გამოჯანმრთელდა" - განაცახადა მარინა ეზუგბაიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system