თავში

ეზუგბაია: ყველაზე მძიმე პაციენტთან დაავადება პროგრესირებს

ეზუგბაია: ყველაზე მძიმე პაციენტთან დაავადება პროგრესირებს
ეზუგბაია: ყველაზე მძიმე პაციენტთან დაავადება პროგრესირებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, ჯანმრთელობის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ასაკოვან ქალბატონ ქალს აქვს. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიას სეფსისიც დაერთო. 

"ჩვენთან ყველაზე მძიმე პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელთან მიმართებითაც მუდმივად ვამბობთ, რომ არის რისკის შემცველი თავისი ასაკის, აგრეთვე თანდართული დაავადებების გამო – ნევროლოგიური და მძიმე, პარალელურად კი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, მაგრამ დღეისთვის შემიძლია, გითხრათ, რომ დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, მასთან უკვე სეფსისის დიაგნოზიც დასტურდება. მიმდინარეობს მკურნალობა. შედეგების და პროგნოზის თქმა შეუძლებელია, ვნახოთ, დინამიკაში როგორ განვითარდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system