თავში

ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი მაღალია - VIDEO

ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი მაღალია - VIDEO
ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი მაღალია - VIDEO

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ არასწრულწლოვანთა რაოდენობა, მაღალ მაჩვენებლად ითვლება. 

 „ეს შედარებით მაღალ პროცენტად ჩაითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯერ ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება ალბათ, იმ მონაცემებს რაც დადებულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია.

„ჯერჯერობით ისევ 4 ბავშვია, როგორც იყო 0-დან 14-წლამდე სხვადასხვა ასაკით. ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია, მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 4 არასრულწლოვანია. ერთი სრულწლოვანი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერეა. 

კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81 პირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system