თავში

ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია
ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია და მათი ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო ნაწილი საკარანტინო სივრციდან არის.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი 14-ით გაიზარდა. იყო 495, ახლა გვყავს 509 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე, COVID-19-ით ცენტრებში მკურნალობს 207 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 290-ით ჭარბობს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტების რაოდენობას. ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, სამი არის უკვე არსებული, დაავადებულებთან კონტაქტი, ორი არის საკარანტინო სივრციდან დადასტურებული. როგორც ცნობილია, კრიტიკური არც ერთი არ არის. ამ 5 ახალი შემთხვევიდან, ჩვენთან არც ერთი შემოსულა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის, 34 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

,,ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, გვყავს სამი მძიმე პაციენტი, კრიტიკული არც ერთი აღარ არის. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ ჯერ პროგრესულად მძიმედ რჩებიან არსებული მძიმე პნევმონიისა და გარკვეული სინდრომალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა, ამ ეტაპზე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system