თავში

Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო ქართული გვერდები წაშალა

Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო ქართული გვერდები წაშალა
Facebook-მა არაავთენტური ქმედებების გამო ქართული გვერდები წაშალა

კომპანია Facebook 2020 წლის აპრილის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია არაავთენტური ქმედებების გამო წაშლილი სოციალური ქსელების ანგარიშებისა და გვერდების შესახებ. 

ანგარიშში  სხვა ვეყნებთან ერთად, საქართველოც არის ნახსენები.

უფრო კონკრეტულად კი, Facebook-მა ონლაინ გამოცემა Espersona-სთან დაკავშირებული 511 Facebook გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და Instagram-ის 56 ანგარიში წაშალა. 

ამ დროისათვის, გამოცემის თითოეული ანგარიში თუ გვერდი დაბლოკილია.

„ჩვენმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ქსელი დაკავშირებულია პირებთან, რომლებიც აგრეთვე დაკავშირებულნი არიან პოლიტიკურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

Facebook-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები აღნიშნულ მედია პლატფორმას იყენებდნენ საზოგადოების ფართო მასებამდე ინფორმაციის გასავარცელებლად და ამისთვის იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს.

გარდა ამისა, როგორც „ფეისბუქის“ ანგარიშშია აღნიშნული, ადმინისტრაციამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პიროვნებებთან ასოცირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი წაიშალა.

„საბოლოოდ, ჩვენ ამოიღეთ „ფეისბუქის“ 23 ანგარიში, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ ცხრა ანგარიში. ეს შიდა სივრცეზე ორიენტირებული საქმიანობა წარმოიშვა საქართველოში. ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი დაუკავშირა პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, პოლიტიკურ პარტიასთან. ჩვენ ეს აქტივობა აღმოვაჩინეთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, როგორც რეგიონში საეჭვო კოორდინირებული ქცევა. ჩვენმა შეფასებამ სარგებლობა მიიღო ადგილობრივი საჯარო მოხსენებებიდან საქართველოში“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად ჩანდა, რომ ჯგუფები ნაყიდი იყო და მათ სახელი ჰქონდათ შეცვლილი. ამასთანავე ანგარიშების ნაწილი ჰგავდა ადამიანების ანგარიშებს, რისთვისაც გამოყენებული იყო კონკრეტული პირების ფოტოსურათები, რათა ისინი Facebook-ს არ დაებლოკა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გვერდების მოდერატორები სისტემატურად პოსტავდნენ ადგილოვრივი პოლიტიკური სიახლეებისა თუ არჩევნების შესახებ. ბოლო პერიოდში კი მოცემული ანგარიშები განსაკუთრებით ხირად წერდნენ კორონავირუსის შესახებ. Facebook-მა ამ ახალი ამბების ნაწილი წაშალა, რადგან ისინი შეიცავდნენ დეზინფორმაციას და ეწინააღმდეგებონდნენ კომპანიის შინაგანაწესს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system