თავში

"ფაიზერი" გამოიკვეთა როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა - ტიკარაძე

"ფაიზერი" გამოიკვეთა როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა - ტიკარაძე
ფაიზერი გამოიკვეთა როგორც ყველაზე ტრენდული ვაქცინა - ტიკარაძე

"ფაიზერი" გამოიკვეთა როგორც ყველაზე მეტად ტრენდული ვაქცინა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ამ ტრენდისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველა ვაქცინა ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანია. 

"როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მკაცრი მარეგულირებლები აჟღერებენ, ყველა ვაქცინა არის ერთნაირად მაღალი სარგებლის მომტანი და მათი მხრიდან მოტანილი ზიანი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ვაქცინაციის პროცესზე უარის თქმა", - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისტვის, Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია 25 მარტს შემოვიდა. 

ვაქცინის 29 250 დოზა საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system