თავში

"ფაიზერის" მილიონი დოზა შემოვა - ივანე ჩხაიძე

"ფაიზერის" მილიონი დოზა შემოვა - ივანე ჩხაიძე
ფაიზერის მილიონი დოზა შემოვა - ივანე ჩხაიძე

„ფაიზერის“ მილიონი დოზა იქნება გადამწყვეტი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებისას, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, "ფაიზერის" მილიონი დოზა მომდევნო თვეებში შემოვა. ამასთან, ივანე ჩხაიძე ფიქრობს, რომ მესამე ტალღის პიკმა უკვე გადაიარა. 

"გვაქვს მოლოდინი „ფაიზერის“ ვაქცინის. რამდენჯერმე იყო გაცხადებული, რომ ზაფხულში, ეს შესაძლოა იყოს ივნისი ან ივლისი საქართველოში შემოვიდეს მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. ეს ძალიან კარგია. „ფაიზერის“ მილიონი დოზა იქნება გადამწყვეტი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებისა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, „ფაიზერის“ მილიონი დოზა საჭიროა იმისთვის, რომ დასახული გეგმა, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60%-ის აცრა შესრულდეს. „თუმცა მანამდე დიდი დროა. ორი თვის განმავლობაში ინფიცირების შესაძლებლობა მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობთ, მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ. ეს პიკი იყო მაისის 5 რიცხვში, როცა 2 100 ინფიცირებული გვყავდა. დღეისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 1 000-ის ფარგლებშია, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა დიდი ციფრია“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system