თავში

"ფაიზერზე" რეგისტრაცია მალე განახლდება და განახლდება დიდი დოზებით - გაბუნია

"ფაიზერზე" რეგისტრაცია მალე განახლდება და განახლდება დიდი დოზებით - გაბუნია
ფაიზერზე რეგისტრაცია მალე განახლდება და განახლდება დიდი დოზებით - გაბუნია

„ფაიზერზე“ რეგისტრაცია მალე განახლდება და განახლდება დიდი დოზებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე მტკიცებით, რეგისტრაციის საიტი გაიმართა და ხარვეზებს აღარ ელოდებიან.

„ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება იმის საშუალება, რომ მოგახსენოთ, როდის იქნება დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა. „ფაიზერის“ მოწოდება გრძელდება და ჩვენ ველოდებით დიდი რაოდენობის მოწოდებას. საიტი გაიმართა, სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხარვეზები დაფიქსირდა და ტექნიკური ხარვეზის მოლოდინი არ გვაქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system