თავში

ფანჯიკიძე: არ დავნებდეთ, შევუტიოთ ჩვენც

ფანჯიკიძე: არ დავნებდეთ, შევუტიოთ ჩვენც
ფანჯიკიძე: არ დავნებდეთ, შევუტიოთ ჩვენც

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე Facebook გვერდზე, შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ბრძოლისკენ მოუწოდებს. 

"დღეს შიდსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა, შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა და ამ დღისთვის ვიდეორგოლში უნდა მიმეღო მონაწილეობა. ის დღე იყო, წითელი ღვინო რომ ზედმეტი მომივიდა, მერე რომ ყავა დავაყოლე, რომ არ მიშველა და ჩემიჭკუით პასუხისმგებლობამოკრებილი მაინც წავედი ჩასაწერად. ხოდა ვერ ჩავწერე. არ ვიყავი ადეკვატური, არ მესმოდა, ვერ ვხედავდი და ტექსტს ვერ ვუყრიდი თავს. ხოდა აქედან, ახლა, სოლიდარობას ვუცხადებ კამპანიას, შიდსიც პანდემიაა, სტიგმა ადამიანებს აიძულებს დამალონ დიაგნოზი, არ მიმართონ მკურნალობას დროულად, ბევრმა არც იცის, ავად რომაა, არადა დროულად აღმოჩენით, ხანგრძლივი და მშვენიერი სიცოცხლეა შესაძლებელი. ბევრი რამ გვიტევს ადამიანებს განსაცდელის სახით, მაგრამ არ დავნებდეთ, შევუტიოთ ჩვენც," - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system