თავში

FAO-ს წარმომადგენლები რთველი მიმდინარეობას გაეცნენ - PHOTO

FAO-ს წარმომადგენლები რთველი მიმდინარეობას გაეცნენ
FAO-ს წარმომადგენლები რთველი მიმდინარეობას გაეცნენ - PHOTO

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეოების ორგანიზაციის წარმომადგენლები (FAO) კახეთს ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები საქართველოში ღვინის წარმოების პროცესითა და რთველთან დაკავშირებული საქმიანობით დაინტერესდნენ.

„მათ შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე ენახათ, თუ როგორ ხდება უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოება“, - თქვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა.

რთველის გარდა FAO-ს წარმომადგენლებმა ადგილობრივი ღვინის კომპანიის ერთსაუკუნოვანი მარანიც დაათვალიერეს.

დელეგაციაში FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე და FAO-ში ევროკავშირის, აშშ-ის, ბრაზილიის, ერითრეას, ნიგერიის, ბანგლადეშის და საუდის არაბეთის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც რაიმუნდ იელემ აღნიშნა, ქართული ღვინო, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინო, მრავალფროვნებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system