თავში

ფარერებთან წაგება იყო სამარცხვინო - კალაძე

ფარერებთან წაგება იყო სამარცხვინო - კალაძე
ფარერებთან წაგება იყო სამარცხვინო - კალაძე

„დინამოს“ ფარერებთან წაგება სამარცხვინო იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია სუსტი მენეჯერია.

„ამხელა ისტორიის მქონე გუნდი, ამხელა ანგარიშით აგებს, ეს არის სამარცხვინო. მე არ ვიცი ფეხბურთელებს, ვინც ამ გუნდში თამაშობს რა დამოკიდებულება აქვთ - ან ისტორიას გადახედონ, ან ვინ თამაშობდა ამ კლუბში, რომელი ფეხბურთელები?! ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებები. თან მხოლოდ „თბილისის დინამო“ ხომ არ არის?! ქვეყანას წარმოადგენ და პირველი გუნდი ხარ საქართველოში. არ ვიცი... რომან ფიფიასთან პიროვნულად არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და ფეხბურთიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან სუსტი მენეჯერია“, - განაცხადა კახა კალაძემ მერაბ მეტრეველის გადაცემა "პოლიტქალაქში". 

ცნობისთვის, 25 სექტემბერს ფარერის კუნძულებზე გამართულ მატჩში „დინამო თბილისმა“ მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონთან „კლაკსვიკთან“ 1:6 წააგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system