თავში

ფასანაურთან კლდე ჩამოიშალა

ფასანაურთან კლდე ჩამოიშალა
ფასანაურთან კლდე ჩამოიშალა

ფასანაური-გუდამაყრის დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. 

ჩამოშლილმა ქვებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაფარა, რის გამოც გუდამაყრი გარე სამყაროს მოწყდა.

როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, მალხაზ წიკლაურმა report.ge-ს განუცხადა, არსებობს პროცესის განმეორების საშიშროება.

მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

"ტექნიკა მობილიზებულია ადგილზე, თუმცა ველოდებით გეოლოგის პირველად დასკვნას, რომ შევიდეს ტექნიკა და გაწმინდოს გზა. არსებობს საშიშროება რომ კიდევ ერთხელ ჩამოიშალოს კლდე და მსხვერპლი მოჰყვეს",- განაცხადა მალხაზ წიკლაურმა report.ge-სთან საუბარში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system