თავში

ფატუ ბენსუდა: რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა 2020 წელს მიიღოს

ფატუ ბენსუდა: რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა 2020 წელს მიიღოს
ფატუ ბენსუდა: რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა 2020 წელს მიიღოს

ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და არ არის გამორიცხული, რომ მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგი დადგეს. აღნიშნული გაცხადება ბენსუდამ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრისას განაცხადა. 

თეა წულუკიანი ფატუ ბენსუდას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულთა მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე ხორციელდება. 

ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system