თავში

გლდანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

გლდანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
გლდანში,  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძე, მის მოადგილესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა. მან პირადად დაათვალიერა სამუშაოების მიმდინარეობა.

„მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, წყალარინებისა და სასმელი წლის მიწოდების სისტემები; ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება; ელექტრობოძები და სანათები გამოიცვლება; განახლდება ტროტუარები. ასევე, ამ ორ ქუჩაზე მოეწყობა ავტობუსებისთვის ზოლები, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად იმოძრაოს. იცით, ჩვენი მიზანია, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. აქ იყო გარკვეული პრობლემები სამუშაოების ტემპთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიასთან და შედეგი სახეზეა. სიტუაცია გამოცოცხლებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system