თავში

ფეხბურთელებმა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

ფეხბურთელებმა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
ფეხბურთელებმა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

"საბურთალოსა" და "დინამოს" ფეხბურთელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გიორგი შაქარაშვილის ხსოვნასა და COVID-19-ით გარდაცვლილ ადამიანებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ფეხბურთელებს სიმბოლურად შავი მაისურები ეცვათ. 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system