თავში

ფეროშენადნობთა ქარხანაში გარდაცვლილი მუშის ოჯახი გამოძიებას ითხოვენ

ფეროშენადნობთა ქარხანაში გარდაცვლილი მუშის ოჯახი გამოძიებას ითხოვენ
ფეროშენადნობთა ქარხანაში გარდაცვლილი მუშის ოჯახი გამოძიებას ითხოვენ

ფეროშენადნობთა ქარხანაში გარდაცვლილი მუშის ოჯახის წევრები გამოძიებას ითხოვენ. ამირან გაჩეჩილაძის შვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების წესები სამუშაო პროცესში დაცული არ იყო და ტრაგიკული შემთხვევაც სწორედ ამის გამო მოხდა. 

"4 საათი იყო როდესაც გაგვაგებინეს. ასე გვითხრეს, რომ მილი იყო ნახევრად გაჭრილი, რა დროსაც მოტყდა და მამას დაეცა. ფუძის ძვალი ჰქონდა გატეხილი, საფეთქლის ძვალიც. არანაირი ნიშანწყალი სიცოცხლის არ ეტყობოდა. ახალგაზრდა ადამიანი გავიდა სახლიდან და ასე, უბედურ შემთხვევაში მოხვდა. ბუნებრივია, გვაქვს კითხვები", - განაცხადა გარდაცვლილის შვილმა. 

პროფკავშირების წევრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღეში ფაქტის შემსწავლელი კომისია შეიქმნება, სადაც მონაწილეობას პროფკავშირების წარმომადგენელიც მიიღებს. 

ქარხნის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system