თავში

ფიქრის ვადა ამოიწურა, ხელისუფლებისგან პასუხს ველოდებით - გოლეთიანი

ფიქრის ვადა ამოიწურა, ხელისუფლებისგან პასუხს ველოდებით - გოლეთიანი
ფიქრის ვადა ამოიწურა, ხელისუფლებისგან პასუხს ველოდებით - გოლეთიანი

"რიონის ხეობის მცველის" ვარლამ გოლეთიანი განცხადებით, ფიქრისთვის ყველანაირი გონივრული ვადა ამოიწურა და მათი მოთხოვნების შესრულებაზე ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან. 

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად, კორონავირუსის ფაქტორის გამოყენებას აპირებს, რის საშუალებასაც ისინი არ მისცემენ. 

"ჩვენ ხელისუფლებისგან პასუხს ველოდებით . ყველანაირი გონივრული ვადა ამოიწურა ფიქრისთვის. კიდევ ერთხელ დავუკავშირდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამის შემდეგ, 14:00 საათზე გავაკეთებთ განცხადებას. როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, კოვიდის ფაქტორიც ეფექტურად გამოიყენოს ამ პროტესტის ჩასახშობად და ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, 15 აპრილს რიონის ხეობის მცველებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.

მოსახლეობა ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას და ჰესის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system