თავში

ფიქსირდება თუ არა საქართველოში გარდაცვალება ორჯერადად აცრილ პირებში - ჯანმოს კვლევა

ფიქსირდება თუ არა საქართველოში გარდაცვალება ორჯერადად აცრილ პირებში - ჯანმოს კვლევა
ფიქსირდება თუ არა საქართველოში გარდაცვალება ორჯერადად აცრილ პირებში - ჯანმოს კვლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინირებულ მოქალაქეებში ლეტალობის შესახებ კვლევის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველოში ორჯერადად აცრილ პირებს შორის გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება.

"ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, დაავადების მძიმე გართულებების და სიკვდილის რისკს - ამ ფაქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს .

ჯანმოს კვლევის მიხედვით:

  • საქართველოს ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა წილი მხოლოდ 0.19%-ია;
  • ვაქცინირებულებში დაავადება უმეტესწილად მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ვაქცინირებულთა მხოლოდ 4%-ს;
  • 2 დოზით აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა" - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system