თავში

ფიქსირდება თუ არა საქართველოში ინდური შტამი - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ფიქსირდება თუ არა საქართველოში ცერცვაძის განცხადება
ფიქსირდება თუ არა საქართველოში ინდური შტამი - თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინდურიო შტამი არ დაფიქსირებულა.

მისივე განმარტებით, ახალი შტამები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, თუმცა ბრიტანული შტამი, რომელიც ახლა საქართველოშიც ცირკულირებს, უფრო სწრაფად ვრცელდება და ბავშვებს იოლად აინფიცირებს. 

"ინდური შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა. ალბათობა იმისა, რომ ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია, ვიდრე ბრიტანული შტამისა. ბრიტანული შტამი მთელ ევროპაშია გავრცელებული, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და სხვანაირად ვერ მოხდებოდა. ინდურ შტამზე არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია, ზოგადად, ეს შტამები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. რაც შეეხება ბრიტანულს, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო იოლად ასნებოვნებს ბვშვებს და ახალგაზრდებს,"- აღნიშნა "ღამის კურიერში" თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system