თავში

ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებაზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებაზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებაზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system