თავში

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პირველი საპრემიერო ჩვენება დასრულდა - VIDEO

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პირველი საპრემიერო ჩვენება დასრულდა
ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ პირველი საპრემიერო ჩვენება დასრულდა - VIDEO

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პირველი საპრემიერო ჩვენება დასრულდა. კინოთეატრ "ამირანის" წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მაყურებელს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი კინოთეატრიდან გამოსულ მაყურებელს პლაკატებითა და შეძახილებით დახვდნენ. შემდეგ კი "ამირანის" წინ მდებარე ტროტუარზე მჯდომარე აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები, რამდენიმე წუთში, პოლიციამ საავტომობილო გზის მეორე მხარეს ძალის გამოყენებით გადაიყვანა, რის შემდეგაც მაყურებელმა შენობის დატოვება შეძლო. 

საპრემიერო ჩვენება კინოთეატრებში ამით არ დამთავრებულა. 22:00 საათზე ფილმის მორიგი სეანსი იყო ჩანიშნული, რომელიც, რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო.  

როგორც report.ge-ს კინოგაერთიანების მარკეტინგის მენეჯერმა გვანცა გარმელიამ განუცხადა, პროტესტის მიუხედავად, ფილმების ჩვენების ჩაშლა არ იგეგმება.  

,,ამ ეტაპზე ფილმის ჩაშლის გადაწყვეტილება არ არის მიღებული და დაგეგმილი სეანსები კინოთეატრებში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება" - ამბობს გარმელია. 

მისივე თქმით, კინოთეატრში იმსჯელეს იმ მაყურებლების შესახებ, რომლებმაც ფილმის პირველ სეანსზე შესვლა ვერ შეძლეს. 

გადაწყდა, რომ დაგვიანებული მაყურებელი ფილმს 22:00 საათიან სეანსზე იხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system