თავში

ფილტვები, გული, თავის ტვინი - სად ტოვებს კვალს კორონავირუსი?

ფილტვები, გული, თავის ტვინი - სად ტოვებს კვალს კორონავირუსი?
ფილტვები, გული, თავის ტვინი - სად ტოვებს კვალს კორონავირუსი?

„უცხოეთში არის კვლევები, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი კვალს ტოვებს", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, უცხოეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, COVID-19 კვალს ფილტვებში, გულში, სისხლძარღვებსა და თავის ტვინში ტოვებს.

ცერცვაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით კვლევების ჩატარება საქართველოშიც იგეგმება.

„შედგენილი გვაქვს პროგრამის პროექტი. განიხილავს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა. ამას სჭირდება დამატებითი დაფინანსება, კერძოდ, ყველა სამ თვეში მოვიწვიოთ გამოჯანმრთელებულები და ჩავუტაროთ საკონტროლი გამოკვლევები", - განაცხადა ცერცვაძემ. 

მისივე თქმით, ამ დრომდე, კოვიდით გამოჯანმრთელებულებს სამედიცინო დაწესებულებებისთვის გართულებებით არ მიუმართავთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system