თავში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს

"გუშინდელ გამოსვლაში ხაბეიშვილმა სცადა ჩრდილი მიეყენებინა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა ეფექტიანობასა და კეთილსინდისიერებისთვის", - ასე გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს, რომელიც მან პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა. 

მისი თქმით, ხაბეიშვილმა ტრიბუნა მისი პიროვნული დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენა

"პატივცემულ დეპუტატს არასდროს გამოუხატავს სურვილი ეხელმძღვანელა ჩემი (თანამდებობის პირის სათანადო წესით გამოქვეყნებული) დეკლარაციით, როგორც შემოსავლების, ასევე უძრავი ქონების შესახებ და გადაემოწმებინა ინფორმაციის ნამდვილობა.

მოვუწოდებ ბატონ ხაბეიშვილს, თუკი მას ნამდვილად აინტერესებს ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თუ შემოსავალი, იხელმძღვანელოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, სადაც დეტალურად მაქვს მითითებული ინფორმაცია თუ როდის და რა წყაროებით შევიძინე აღნიშნული ქონება. ასევე, ძალიან მარტივი გადასამოწმებელია, რომ ფოტოებზე აღბეჭდილი მიწის ნაკვეთის 50%-ზე დამაგრებული ერთი საცხოვრებელი სახლი და აუზი უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაა, რაც ასევე ნათლად ჩანს საჯარო რეესტრის არსებულ მონაცემებში.

ლ. ხაბეიშვილს მინდა შევახსენო, რომ პარლამეტის წევრის სტატუსი გულისხმობს მეტ პასუხისმგებლობას და კეთილსინდისიერებას მთელი მოსახლეობის თუ არა, პირადად მისი ამომრჩევლების მიმართ მაინც", - განაცხადა სოსო რამიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system