თავში

ქუთაისში სტიქიით დაზარალებულ 25 ოჯახს მერია ფინანსურად დაეხმარება

ფინანსურად დაეხმარება
ქუთაისში სტიქიით დაზარალებულ 25 ოჯახს მერია ფინანსურად დაეხმარება

ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 25 ოჯახს ქალაქის მერია დაეხმარება.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები 125 ოჯახს შეუქმნა, თუმცა მნიშვნელოვანი მატერიალური და ქონებრივი ზარალი მათგან მხოლოდ 25 ოჯახს მიადგა.

"125 დაზარალებული ოჯახიდან, რომელთაც, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ქონებრივი ზარალი მიადგათ, 25 ოჯახს აუნაზღაურდება ქონებრივი ზარალი, დანარჩენ შემთხვევაში ინფრასტრუქტურული პრობლემები რაც იყო, წყლის ამოტუმბვა თუ გაწმენდა, ოჯახებს ამ მხრივ დავეხმარეთ,"-აღნიშნა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა, ჯონი არაბიძემ.

რა თანხას გამოყოფს ქუთაისის მერია ზარალის ასანაზღაურებლად, ამ დროისათვის კვლავ უცნობია. სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია მუშაობას განაგრძობს.

შეგახსენებთ, 28-29 სექტემბერს ქუთაისში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობას ზარალი მიაყენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system