თავში

ფინეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

​ფინეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ფინეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი ანტი რინე თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადებით მან პრეზიდენტს მიმართა. ქვეყნის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განცხადება დააკმაყოფილა. პრემიერთან ერთად მთავრობაც გადადგა.

"მინდა ამ თვეების განმავლობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიყავი, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა რინემ პრეზიდენტთან შეხვედრისას.

თავის მხრივ, მადლობა პრემიერს ნიინისტომაც გადაუხადა.

"ვაკმაყოფილებ. მართალია ის ხანმოკლე იყო, მაგრამ მადლობა გაწეული სამუშაოსთვის. გთხოვთ შეასრულოთ საქმიანობა დროებითი მთავრობის სახით", - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრემიერის გადადგომა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უკავშირდება. 27 ნოემბერს ქვეყნის საფოსტო სამსახურის თანამშრომლებმა მასობრივი გაფიცვა მოაწყვეს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოპონენტები მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system