თავში

ფიზიკური დაპირისპირება ეპარქიაში - რას ყვება დეკანოზი

ფიზიკური დაპირისპირება ეპარქიაში - რას ყვება დეკანოზი
ფიზიკური დაპირისპირება ეპარქიაში - რას ყვება დეკანოზი

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებას ადასტურებს.

როგორც სასულიერო პირი ყვება, მას სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის მძღოლი ფიზიკურად შეეხო. 

"ვუცდიდი მეუფე იობს შეხვედრაზე, მას ჰყავდა მეუფე სვიმეონი და დავაფიქსირე მასზე, რომ დავჯდები მანქანაში, არ მინდა მასთან შეხვედრა თქო, ეს ვთქვი ცოტა უფრო სხვა ფორმით, რომელიც არ არის ტელევიზიით სათქმელი, მე ვაღიარებ ჩემ დანაშაულს. ბუნებრივია, ჰქონდა ადამიანური წყენა და მოინდომა ამ ამბის გარკვევა. სწორედ ამ დროს მოხდა ის ინციდენტი, მძღოლი შემეხო ფიზიკურად. აფექტურ მდგომარეობაში იყო, არაფერი ისეთი არ მომხდარა. მღვდელმთავრისგან არავითარი შეხება არ ყოფილა. ჩემი ნათქვამი, არ იყო კარგად შეფასებული ბუნებრივია და ჰქონდათ გარკვეული რეაგირება მღვდელმთავარს და მის წრეს, მოხდა არასასიამოვნო ფაქტები, საქმე იმაშია, რომ ამბის თვითმხილველია, ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი, რომელიც ჩაერია ამბავში, გაანეიტრალა სიტუაცია. მეც გავარკვიე ყველაფერი ხაშურის ეპისკოპოსთან." - ამბობს დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი "რუსთავი 2-თან".

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კონფლიქტი ამოწურულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system