თავში

ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანთან - VIDEO

ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანთან
ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანთან - VIDEO

მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ამომრჩეველზე ზეწოლა გახდა. 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის თქმით, დილიდან პერიმეტრზე მოძრაობდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად მისულ მოქალაქეებს ეუბნებოდა, რომ მმართველი პარტიისთვის უნდა მიეცათ ხმა. 

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები, რომელებიც აცხადებენ, რომ რეაგირებას საკითხის შესწავლის შემდეგ მოახდენენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system