თავში

ფიზიკური დაპირპისპირება სასულიერო პირებს შორის - რა მოხდა მეუფე იობის რეზიდენციაში

ფიზიკური დაპირპისპირება სასულიერო პირებს შორის - რა მოხდა მეუფე იობის რეზიდენციაში
ფიზიკური დაპირპისპირება სასულიერო პირებს შორის - რა მოხდა მეუფე იობის რეზიდენციაში

ურბნელი მიტროპოლიტის იობის რეზიდენციაში სტუმრად მყოფ დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს, ამავე ეპარქიაში მყოფი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმონ ცაკაშვილის მძღოლი ფიზიკურად გაუსწორდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამა თეიმურაზისკენ გაიწია ეპისკოპოსმა სვიმონმაც.

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ამბობს, რომ მანამ, სანამ ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის მიმართ "უდიერი განწყობა" თავად გამოხატა და თქვა, რომ მასთან შეხვედრას ერჩივნა, ქვეწარმავალს შეხვედროდა, თუმცა არ ადასტურებს, რომ მძღოლი მას ცაკაშვილის დაკვეთით გაუსწორდა. 

"მე მასთან შეხვედრა არ მსურდა და ვთქვი - მირჩევნია, ქვეწარმავალს შევხვდე ვიდრე მას-მეთქი. ვაღიარებ, რომ ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ ადამიანი ხომ შეიძლება ასეთ ხასიათზე იყოს და არ სურდეს ვინმეს ნახვა. მე მეუფისთვის არ მიწოდებია ქვეწარმავალი". - ეუბნება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუსთავი 2-ს.

მამა თეიმურაზი ჰყვება, რომ მას ფიზიკურად აფექტურ მდგომარეობაში მყოფი "ერის ადამიანი" დაუპირისპირდა. რაც შეეხება სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის სვიმონის წინაშე დაჩოქების ფაქტს, სასულიერო პირი აქ ბუნდოვან განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ "როცა კურთხევაა მეტანიის გაკეთების, უნდა დაიჩოქო".

"ფიზიკური დაპირისპირება ერის ადამიანმა ჩაიდინა, რომელიც აფექტურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ყველაფერი იქვე გაირკვა, როგორც შეშვენით ქრისტიანებს, იქვე მეც ვითხოვე პატიება და ყველაფერი დამშვიდებული სიტუაციით დამთავრდა. თავს შევიკავებ დეტალებისგან, უხერხულია ჩემთვისაც და, ალბათ, ყველასთვისაც, რომ ვილაპარაკოთ რა სახით მოხდა ე.წ. ფიზიკური ანგარიშსწორება, არა მგონია, ეს ვინმეს აინტერესებდეს. დაჩოქება არის ძალიან ცუდი გამოთქმა, ჩემთვის დაჩოქება არავის არ უთხოვია. როდესაც შენდობას ვითხოვთ ეპისკოპოსისგან, ავტომატურად ხდება მეტანიის გაკეთება და ვითხოვე შენდობა აქეთ მე, ყველაფრის მიუხედავად". - ამბობს მამა თეიმურაზი ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, მოძღვარი ამბობს, რომ "ხელის დარტყმა ძალადობა არ არის" და როცა მომჩივანი არ არსებობს, სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას. დეკანოზი აღნიშნავს, რომ მას ძალადობაზე ძალადობით არ უპასუხია, თუმცა მაღალ იერარქთან ხმამაღალ საუბარს ადასტურებს.მისი თქმით, გაუგებრობა ამოწურულია:

"გარანტიას გაძლევთ, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება. ჩვენი მოვალეობაა მოთმენა და გატარება. მოგეწონებოდათ, რომ გაგეგოთ, მე მწვავე რეაგირება მქონდა?! ვიჩივლე, მოვითხოვე საქმის აღძვრა, ეს მოგეწონებოდათ?! მესმის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მღვდლებისთვის პრივილეგია არ უნდა ასებობდეს. სინდისი სუფთა მაქვს, მე ხელი არავისთვის შემიბრუნებია. სასულიერო პირებს შორის გაუგებრობას საეკლესიო სამართლით თავად ეკლესია განსჯის"- თქვა სასულიერო პირმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system