თავში

Forbes-მა ქართული ღვინო 2020 წელს აუცილებლად დასაგემოვნებელთა ჩამონათვალში შეიყვანა

Forbes-მა ქართული ღვინო 2020 წელს აუცილებლად დასაგემოვნებელთა
Forbes-მა ქართული ღვინო 2020 წელს აუცილებლად დასაგემოვნებელთა ჩამონათვალში შეიყვანა

"საუკეთესო ღვინოები, რომლებიც 2020 წელს უნდა გასინჯოთ" ამ სათაურით აქვეყნებს პოპულარული ჟურნალი Forbes-ი სტატიას. 

საუკეთესო ღვინოთა ჩამონათვალში, რომელსაც 2020 წლისთვის რეკომენდაციას, ფორბსის მიერ გამოკითხული ღვინის კრიტიკოსები და სომალიეები უწევენ, ქართული ღვინოც მოხვდა. როგორც სტატიის ავტორი ადამ მორგანსტერნი წერს, ქართული ღვინო ერთ-ერთია, რომელიც 2020 წელს აუცილებად უნდა გასინჯო. ის საქართველოს საინტერესო ქვეყანას უწოდებს, რომელიც ღვინის დაყენების ძველ, რთულ მეთოდებს იყენებს. მორგანსტერნი მოუწოდებს „ფორბსის“ მკითხველებს, 2020 წელს აუცილებლად ეწვიონ საქართველოს და ღვინის დაყენების უძველს ტრადიციებს ადგილზე გაეცნონ.  

„2020 წელს მე ვაპირებ გავსინჯო ყურძნის მივიწყებული ჯიშები, რომლებიც ხელახლა აღმოაჩინეს“,- წერს ავტორი. მორგანსტერნი „ხელახლა აღმოჩენილ ღვინოებს“ შორის ასახელებს ქართულ ღვინო „მესხურს“.

მისივე თქმით, 2020 წელს მისი კვლევა დაეთმობა იმ ქვეყნებს, რომლებიც „ღვინის დაყენების უძველესი ისტორიით გამოირჩევიან, თუმცა ამავე დროს ღვინის თანამედროევე ინდუსტრია აქვთ“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system