თავში

,,ფორმულანიუსის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

,,ფორმულანიუსის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა
,,ფორმულანიუსის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

Formulanews-ის ჟურნალისტს ირაკლი კუნჭულიას კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს.

როგორც ჟურნალისტის სტატუსიდან ირკვევა, ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს და მკურნალობის კურსს სახლში გადის. 

"რა შეიძლება დაგემართოს არჩევნების წინა დღეს ყველაზე ცუდი? რა თქმა უნდა, კორონავირუსი. დღეს დამიდასტურდა. გუშინ თითქმის ყველა სიმპტომი გამომივლინდა, ტკივილები წამიერად მაქვს, მაგრამ მსუბუქად, ვირუსიც მსუბუქად მიმდინარეობს და სახლში ვმკურნალობ. არჩევნების გამო და თავის დაზღვევის მიზნით, პარასკევიდან სახლში ვარ, მაგრამ მაინც დავინფიცირდი, ვისგან - არ ვიცი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და იმედია, მარტივად გადავიტან", - წერს ირაკლი კუნჭულია.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 37 263-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19 810-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 285-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system