თავში

ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, თბილისის მთავარი გამზირი გადაიკეტა - VIDEO - PHOTO

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, თბილისის მთავარი გამზირი გადაიკეტა
ფორსაჟი 9“-ის გადაღებების გამო, თბილისის მთავარი გამზირი გადაიკეტა - VIDEO - PHOTO

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, პირველი სექტემბრის ჩათვლით, ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება.

მოძრაობა აიკრძალა თავისუფლების მოედნიდან ყოფილი ფოსტის შენობამდე.

შსს-ში აცხადებენ, რომ ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი ბარათაშვილის ხიდის გავლით მოძრაობს, როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ მოძრავ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეუძლია ყოფილი ფოსტის შენობამდე და მოძრაობას განაგრძობენ რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა აკრძალულია რუსთაველის გამზირზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.

ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი სარგებლობს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლითაც ხვდებიან რუსთაველის გამზირზე.

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

ამასთან, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით იზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც.

აღნიშნულ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system