თავში

ფოთის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტებს შორის 8 თვის ბავშვიცაა

ფოთის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტებს შორის 8 თვის ბავშვიცაა
ფოთის ცხელების ცენტრში შეყვანილ პაციენტებს შორის 8 თვის ბავშვიცაა

ფოთის ცხელების ცენტრში, საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტი შეიყვანეს, მათ შორის 8 თვის ბავშვია. ექიმების ინფორმაციით, ყველა პაციენტს ცხელება აღენიშნება.

როგორც Report.ge-ს ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა განუცხადა, ახალი პაციენტები ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს. მისივე ინფორმაციით, ორი პაციენტის ნიმუშები კვლევაზე უკვე გაიგზავნა, უახლოეს პერიოდში "ლუგარში" გამოსაკვლევად კიდევ 3 პაციენტის ნიმუშები გადაიგზავნება.

"ჰოსპიტალში იმყოფებიან 26 წლის ქალი ფოთიდან და 93 წლის მამაკაცი ჭალადიდიდან, მათი ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ცენტრში იმყოფება კიდევ სამი პაციენტი, ესენი არიან რვა თვის გოგონა, 32 წლის ქალი და 71 წლის მამაკაცი. სამივე პაციენტი ფოთიდანაა, "- განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 615-მდე გაიზარდა. ამასთან, 275-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. კორონავირუსი ქვეყანაში კიდევ ექვსმა ადამიანმა დაამარცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system