თავში

ფოთის ბავშვთა ცენტრში კორონავირუსზე 4 ბავშვის ანალიზის პასუხი მიიღეს

ფოთის ბავშვთა ცენტრში კორონავირუსზე 4 ბავშვის ანალიზის პასუხი მიიღეს
ფოთის ბავშვთა ცენტრში კორონავირუსზე 4 ბავშვის ანალიზის პასუხი მიიღეს

ფოთის მერიის ბავშვთა ცენტრიდან, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაგზავნილი იოთხი აღსაზრდელს ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. 

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, არასრულწოვნები პრევენციის მიზნით გამოიკვლიეს, რადგან მოზარდები მშობლებს, პირად საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქგარეთ ჰყავდათ გაყვანილი. 

„პრევენციისთვის, თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროდ მივიჩნიეთ მათი გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და ნიმუშები გავაგზავნეთ ლაბორატორიაში. საბედნიეროდ, არც ერთ მოზარდს ვირუსი არ დაუდასტურდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system