თავში

ფოთის ბაზარში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

ფოთის ბაზარში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო
ფოთის ბაზარში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

ფოთის ბაზარში არსებულ ვითარებას სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო. ის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის და სოციალური დისტანცირების საკითხებით დაინტერესდა.

რამდენიმე დღის წინ ალექსანდრე მოწერელიამ საკოლმეურნეო ბაზრების ადმინისტრაციები გააფრთხილა, დაეცვათ სოციალური დისტანცია და გაეთვალისწინებინათ ის რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვის და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლები გასცემენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით, სენაკის აგრარული ბაზარი ორშაბათიდან იხურება. მიზეზი გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system