თავში

ფოთის ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ფოთის ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ფოთის ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ფოთში 11-ვე საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

ფოთის რესურს ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რჩევის შედეგად მიიღეს, რადგან სკოლებში პედაგოგებსა და მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ქორქიას განმარტებით, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მეცადინეობა კვლავ საკლასო ოთახებიდან გაგრძელდება, ხოლო მე-7 - დან მე -12 კლასებში 2 ნოემბრამდე დისტანციური ფორმატით ისწავლიან. 

„22 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, 11-ვე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, რაც გამოწვეულია ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით. ამ ერთი კვირის მანძილზე ყველა კონტაქტების მოძიება მოხდება და შესაბამისად რამდენიმე მოსწავლეს აქვს „პისიარ“ ტესტი აღებული, ველოდებით პასუხებს. ამიტომ ამ პერიოდში, ყველა საჯარო სკოლაში დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ 11 საჯარო სკოლიდან 8 საჯარო სკოლაში დაფიქსირებულია კოვიდ ინფექციის შემთხვევა. გარდა ამისა, წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო კერძო სკოლამ, მოგვმართა რესურს ცენტრს ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასავლასთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით კვლავაც განაგრძობენ მეცადინეობას დასწრებითი ფორმით, ხოლო მე-7 - დან მე -12 კლასებში 2 ნოემბრამდე დისტანციური ფორმატით ისწავლიან,“- განაცხადა გოჩა ქორქიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system