თავში

ფოტოგრაფებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ფოტოგრაფებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ფოტოგრაფებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფოტოგრაფებისთვის კონკურსი გამოაცხადა. 

როგორც ადმინისტრაციიდან report.ge-ს აცნობეს, ფოტოკონკურსით ნებისმიერ ფოტოგრაფს საშუალება ეძლევა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კონკურსის მიზანია, კოვიდ-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება, საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოზიციონირება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირება. 

ადმინისტრაცია შერჩეული საუკეთესო ფოტომასალას საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისათვის გამოიყენებს ავტორის მითითების უზრუნველყოფით. ფოტოკონკურსის კატეგორიები შემდეგნაირად განისაზღვრა: სტუმარმასპინძლობა; ბუნება; გასტრონომია;კულტურული ძეგლები.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა. 

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი. 

კონკურსის წესები და პირობები იხილეთ - https://kolga.ge/c/gnta/rules

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system