თავში

ფოთში კორონავირუსზე საბაჟოს თანამშრომლების კვლევის პასუხი მიიღეს

ფოთში კორონავირუსზე საბაჟოს თანამშრომლების კვლევის პასუხი მიიღეს
ფოთში კორონავირუსზე საბაჟოს თანამშრომლების კვლევის პასუხი მიიღეს

ზუგდიდის ლაბორატორიიდან ფოთში კორონავირუსზე საბაჟოს თანამშრომლების კვლევის პასუხი მიიღეს. 

საბაჟოს თანამშრომელთა ნაწილს ტესტირება მიზნობრივი ჯგუფების კვლევის ფარგლებში ჩაუტარდა. ასევე, გამოიკვლიეს მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ზუგდიდის კლასტერთან. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

„ზუგდიდის ლაბორატორიაში გვქონდა გაგზავნილი ყველა ანალიზი. მათი პასუხი უარყოფითია. გამოკვლევა PCR მეთოდით ჩატარდა. გამოვიკვლიეთ საბაჟოს თანამშრომლები, ასევე ერთი პირი, მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ზუგდიდის კლასტერთან. ანალიზის უარყოფითი პასუხის შედეგად მძღოლი მოიხსნა თვითიზოლაციიდან“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system